erimedia_ravk/GcGqjVjSg.jpeg

ვედანტ პატელი - აშშ შეშფოთებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ ირანი გეგმავს ასობით ბალისტიკური რაკეტის რუსეთისთვის მიწოდებას

ამბები
ვედანტ პატელი - აშშ შეშფოთებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ ირანი გეგმავს ასობით ბალისტიკური რაკეტის რუსეთისთვის მიწოდებას
ამბები

ვედანტ პატელი - აშშ შეშფოთებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ ირანი გეგმავს ასობით ბალისტიკური რაკეტის რუსეთისთვის მიწოდებას

erimedia_ravk/GcGqjVjSg.jpeg
12 აგვ

აშშ შეშფოთებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ ირანი გეგმავს ასობით ბალისტიკური რაკეტის რუსეთისთვის მიწოდებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვედანტ პატელმა განაცხადა.

პატელის თქმით, რუსეთსა და ირანს შორის პარტნიორობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის უსაფრთხოებასაც.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ცნობებით, რომ ირანი გეგმავს ასობით ბალისტიკური რაკეტის მიწოდებას რუსეთისთვის და ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან პოტენციური ზომების შესახებ, რომლებიც შეიძლება, მივიღოთ. როგორც ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა განვაცხადეთ, როგორც G7-ზე, ასევე ნატო-ს სამიტზე, ჩვენ მზად ვართ, გავცეთ სწრაფი და მკაცრი პასუხი, თუ ირანი წინ წაიწევს ბალისტიკური რაკეტების გადაცემის კუთხით, რაც, ჩვენი აზრით, იქნება დრამატული ესკალაცია ირანის მხარდაჭერით რუსეთის აგრესიული ომისთვის უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა პატელმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო