erimedia_ravk/2PDJo_SVg.jpeg

"ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას" - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ამბები
"ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას" - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ამბები

"ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას" - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

erimedia_ravk/2PDJo_SVg.jpeg
19 ოქტ

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გიგაშვილმა ჟურნალისტებს თავად აცნობა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება.

„მე, როგორც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე. მივიჩნევ, რომ საჭიროა, დავტოვო დაკავებული თანამდებობა. სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს სიმართლე, რეალურად რა მოხდა ტრაგედიის დღეს და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“, – განაცხადა გიგაშვილმა.

გიგა გიგაშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს.

გიგა გიგაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციაში რამდენჯერმე დაიკითხა. ამასთან, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი მოადგილე დააკავა.

13 ოქტომბერს ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, 9 პირი დააკავეს, მათ შორის არის თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე და "გრინსერვის პლიუსის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო