ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, რუსეთში ადგენენ იმ მოქალაქეთა სიებს, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, რუსეთში ადგენენ იმ მოქალაქეთა სიებს, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ
ამბებიწყარო: 1tv.ge

ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, რუსეთში ადგენენ იმ მოქალაქეთა სიებს, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ

28 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/Qg6ab7V4g.jpeg

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა პლენარული სხდომის დროს რუსეთის იმ მოქალაქეებზე ისაუბრა, რომლებმაც ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყანა დატოვეს.

ვოლოდინი ინიციატივით გამოვიდა, რომ მათ მიერ საზღვარზე დატოვებული მანქანები სამხედრო სამსახურში გაწვეული პირების ოჯახებს გადასცენ.

დუმის სპიკერის თქმით, რუსეთში ადგენენ იმ მოქალაქეთა სიებს, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ.

„ჩვენთან ადგენენ ყველა იმ პირის სიას, რომლებიც სასაზღვრო გასასვლელებში დგანან. თქვენ ფიქრობთ, ისინი გადიან და ვერავინ ხედავს, ვინ გავიდა? ახლა უკვე მანქანებსაც ტოვებენ. უნდა ვიფიქროთ, ვის გადავცეთ ეს მანქანები. იქნებ, იმ ბიჭების ოჯახებს, ვინც საომრად წავიდა – ეს სწორი იქნება“, – განაცხადა რუსეთის დუმის სპიკერმა.

დუმის სხდომაზე ვოლოდინმა ასევე ისაუბრა, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შესვლისას ავალდებულებენ, რუსეთი აღიარონ საოკუპაციო რეჟიმად.

„აი, ახლახანს ნიკოლაი კოლომეიცევმა გადმომცა დოკუმენტი, რომლის ხელმოწერასაც სთხოვენ მათ, ვინც რუსეთ-საქართველოს საზღვარს კვეთს – განცხადება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმად ცნობის შესახებ. თუ ეს ასეა და ჩვენი მოქალაქეები ამ დოკუმენტს ხელს აწერენ, სრულიად აშკარაა, რომ ეს არის დანაშაული. უნდა გავერკვიოთ ამაში, რადგან პირველი პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი აღიარებს, რომ მისი ქვეყანა არის აგრესორი. ეს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. მეორე პუნქტი აღიარებს, რომ საქართველოს სუვერენული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია. მესამეში აღიარებულია, რომ სეპარატიზმის ხელშეწყობის დროს ჩადენილი იყო ეთნიკური წმენდა. მეოთხე გმობს რუსეთის ყველა სამხედრო მოქმედებას დამოუკიდებელი ქვეყნების წინააღმდეგ და ა.შ. რა არის ეს? იქნებ, ვინც გაიქცა და ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, კარგიც არის, რომ წავიდნენ? მათ არ უნდა დავეყრდნოთ, მათ უკვე გვიღალატეს, თუმცა, ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ, რომ ჩაიდინეს მრავალი დანაშაული თავიანთი ქვეყნისა და ერის წინაშე. უკან დაბრუნებას თუ დააპირებენ, დაისჯებიან. მოდით, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტებს დავავალოთ, გაერკვიონ ამაში. თუ ეს ასეა, უნდა ჩამოვაყალიბოთ პოზიცია და მივმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ხელმომწერებს ელოდებათ „თბილი“ მიღება“, – განაცხადა ვოლოდინმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო