"ვიქნები მიუკერძოებელი" - სახალხო დამცველის პირველი კომენტარი
ვიქნები მიუკერძოებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური ნებისმიერი პოლიტიკური პრეფერენციის მიმართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელიც სახალხო დამცველის პოსტზე აირჩიეს.
მისივე თქმით, მომდევნო 6 წელი ამას საკუთარი საქმიანობით დაამტკიცებს.
„ყველა ჩემი ქმედება, ყველა ჩემი განცხადება იქნება მიმართული ადამიანის უფლებებზე. ადამიანების უფლებების ზედამხედველობაზე და რაც მთავარია, რაზეც უამრავი კითხვა იყო დასმული - ვიქნები თუ არა ნეიტრალური და მიუკერძოებელი, სწორედ ჩემი საქმიანობის მომავალო 6 წელი იქნება იმის დამტკიცება, რომ ვიქნები მიუკერძოებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური ნებისმიერი პოლიტიკური პრეფერენციის მიმართ. ეს არის რაც მინდოდა მეთქვა, ამაზე მეტს ვისაუბრებ მას შემდეგ, რაც შევუდგები ჩემს საქმიანობას“, - განაცხადა იოსელიანმა.