erimedia_ravk/o7cdnstIR.jpeg

ვიქტორ ორბანი - მისია შესრულებულია, უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება

ამბები
ვიქტორ ორბანი - მისია შესრულებულია, უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება
ამბები

ვიქტორ ორბანი - მისია შესრულებულია, უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება

erimedia_ravk/o7cdnstIR.jpeg
2 თებ

მისია შესრულებულია, უნგრეთის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს.

„მისია შესრულებულია. უკრაინის სახსრები უკრაინაში არ აღმოჩნდება და ჩვენ გვაქვს კონტროლის მექანიზმი. ჩვენი პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით უცვლელი რჩება: ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები”,- წერს ორბანი „ტვიტერზე“.

ორბანის თქმით, დეკემბერში ევროკავშირის სამიტზე ვერ იპოვეს გადაწყვეტა „უნგრეთის ორ პრობლემაზე“, ამიტომაც არ დათანხმდა უკრაინის დახმარებას.

„ჩვენ გვეშინოდა, რომ უნგრელებისთვის განკუთვნილი და ევროკომისიის მიერ დაბლოკილი თანხები ევროკავშირის ფონდებიდან ადრე თუ გვიან უკრაინაში აღმოჩნდებოდა და გვეშინოდა, რომ რესურსები უკონტროლოდ მიეწოდებოდა უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში“, – აღნიშნა ორბანმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი პირობა იყო კონტროლის მექანიზმები და გარანტია, რომ უნგრული სახსრები უკრაინაში არ წავიდოდა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს წინადადება „ძალიან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ“ მიიღო.

შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო