erimedia_ravk/w5uFMugSg.jpeg

ვიქტორ ორბანი - უკრაინაში ომის დასრულება არა „სამშვიდობო გეგმებს“, არამედ მხოლოდ ზავს შეუძლია

ამბები
ვიქტორ ორბანი - უკრაინაში ომის დასრულება არა „სამშვიდობო გეგმებს“, არამედ მხოლოდ ზავს შეუძლია
ამბები

ვიქტორ ორბანი - უკრაინაში ომის დასრულება არა „სამშვიდობო გეგმებს“, არამედ მხოლოდ ზავს შეუძლია

erimedia_ravk/w5uFMugSg.jpeg
26 აგვ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინაში ომის შეჩერება შეუძლებელია „სამშვიდობო გეგმის არსებობით და რაღაცის მოლოდინით - პირველი ნაბიჯი უნდა იყოს სწრაფი, დაუყონებლივი, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა“.

„ევროპის პირველი შეცდომა იყო ამ ომის გლობალიზაცია. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ომის დაწყების დღეს თქვა, რომ უნდა მოხდეს მისი ლოკალიზება, ჩვენი იყო... დასავლეთის სტრატეგია არის ის, რომ უკრაინელები იბრძვიან და იღუპებიან, ჩვენ კი მათ ფულს, ინფორმაციას და იარაღს ვაწვდით“, - განაცხადა ორბანმა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამგვარმა „სტრატეგიამ“ ვერ იმუშავა, რადგან უკრაინას ნაკლები მოსახლეობა ჰყავს. „ამიტომ, ჩვენ უნდა გავგზავნოთ ჩვენი ჯარები, მაგრამ ამას ვერავინ გაბედავს“, - დასძინა ვიქტორ ორბანმა.

მანამდე ორბანმა ისაუბრა იმ "მნიშვნელოვან საფასურზე", რასაც უნგრეთი და მთელი ევროკავშირი იხდის უკრაინის მხარდაჭერის სანაცვლოდ. "ჩვენ უკვე გავგვზავნეთ 70 მილიარდი ევრო და ახლა განვიხილავთ, დამატებითი 50 მილიარდი გავაგზავნოთ თუ არა, მაშინ, როდესაც, თვითონ ევროკავშირს, საკუთარი კონკურენტუნარიანობის აღსადგენად თითოეული ცენტი ესაჭიროება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო