erimedia_ravk/iByJUxZSg.jpeg

ვიქტორ ორბანი - უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებამდე რთული საკითხები უნდა გაირკვეს

ამბები
ვიქტორ ორბანი - უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებამდე რთული საკითხები უნდა გაირკვეს
ამბები

ვიქტორ ორბანი - უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებამდე რთული საკითხები უნდა გაირკვეს

erimedia_ravk/iByJUxZSg.jpeg
29 სექ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „ძალიან რთულ კითხვებზე“ პასუხის გაცემაა საჭირო, სანამ ევროკავშირი უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებებს დაიწყებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, მისცენ თუ არა უკრაინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების უფლება, რაც 27-ვე წევრის ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვს. დიპლომატებმა განაცხადეს, რომ უნგრეთი შეიძლება დაბრკოლება იყოს.

„როდესაც გვექნება ბრიუსელში მოლაპარაკებები უკრაინის მომავალზე, ვერ ავირიდებთ კითხვებს - შეგვიძლია თუ არა სერიოზულად ვიფიქროთ ქვეყნის წევრობაზე, დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები იმ ქვეყანასთან, რომელიც ომის მდგომარეობაშია.

ჩვენ არ ვიცით, რამდენად დიდია ამ ქვეყნის ტერიტორია, რადგან ომი ჯერ კიდევ გრძელდება. არ ვიცით, რამდენად დიდია მისი მოსახლეობა, რადგან ისინი გარბიან ქვეყნიდან. ქვეყანა რომ ევროკავშირში დაიშვას მისი პარამეტრების ცოდნის გარეშე, ეს უპრეცედენტო იქნებოდა. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ძალიან გრძელ და რთულ კითხვებს, სანამ მივიღებთ რეალურ გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, - განუცხადა ორბანმა სახელმწიფო რადიოს.

ორბანმა ორშაბათს პარლამენტს განუცხადა, რომ უნგრეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინას საერთაშორისო საქმეებში, სანამ იქ ეთნიკური უნგრელების ენობრივი უფლებები არ აღდგება. უნგრეთი ნატოს წევრია და ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში. უნგრეთმა უარი თქვა უკრაინაში იარაღის გაგზავნაზე, მაგრამ მიესალმა უკრაინელ ლტოლვილებს

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო