ვიქტორ ორბანი ამერიკელ კონსერვატორებს 2024 წლის არჩევნებში ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს

ამბები/ წყარო: www.reuters.com
ვიქტორ ორბანი ამერიკელ კონსერვატორებს 2024 წლის არჩევნებში ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს
ამბებიწყარო: www.reuters.com

ვიქტორ ორბანი ამერიკელ კონსერვატორებს 2024 წლის არჩევნებში ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს

5 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/zHX6nlzVg.jpeg

“ამერიკელმა და უნგრელმა კონსერვატორებმა 2024 წლის არჩევნებზე უნდა გააერთიანონ ძალები, რათა ვაშინგტონსა და ბრიუსელში დაიბრუნონ სახელმწიფო ინსტიტუტები ლიბერალებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დასავლურ ცივილიზაციას“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ხუთშაბათს, დალასში გამართულ კონსერვატორთა პოლიტიკურ კონფერენციაზე (Conservative Political Action Conference (CPAC)) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა იმის თაობაზე, რომ შეერთებულ შტატებს სჭირდება ძლიერი ლიდერი, რომელიც მოახდენს სამშვიდობო მოლაპარაკებას და დაასრულებს ომს უნგრეთის მეზობელ უკრაინაში.

„მხოლოდ ძლიერ ლიდერს შეუძლია სამშვიდობო მოლაპარაკების მიღწევა", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა - „ჩვენ გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერი ლიდერით“.

პრემიერ-მინისტრს არ გაუკეთებია რაიმე კონკრეტული მინიშნება აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე, რომელმაც აღიარა, რომ 2024 წელს კვლავ აპირებს პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლას. ტრამპმა საჯაროდ დაუჭირა მხარი 100 კონსერვატორ კანდიდატს ამა წლის შუალედური არჩევნების წინ შეერთებულ შტატებში.

მაგრამ ცნობილია, რომ ვიქტორ ორბანსა და დონალდ ტრამპს ყოველთვის თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. უნგრეთის ლიდერმა მხარი დაუჭირა ტრამპს 2020 წლის არჩევნების წინ. CPAC-ის კონფერენციის დაწყებამდე მან თავის ვიდეო მიმართვაში ტრამპს წარმატება უსურვა.

ისევე, როგორც დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორბანსაც ფართოდ აკრიტიკებენ ევროპაში. ევროკავშირის ლიდერებმა, რომლის წევრიც არის უნგრეთი, განაცხადეს, რომ ორბანი თავისი ქმედებებით ძირს უთხრის დემოკრატიას, ვინაიდან, მის მიერ გატარებული ზომები ზღუდავს იმიგრაციას და მთავრობას უფლებას აძლევს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები აკონტროლოს.

ორბანმა, რომელიც აპრილში მეოთხე ვადით აირჩიეს, განაცხადა, რომ 2024 წლისთვის ფსონები ძალიან მაღალია. აშშ-ი საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, იმავე წელს ევროპელები ხმას მისცემენ ევროპარლამენტში ადგილების განაწილებას.

„ეს ორი ადგილი [ვაშინგტონი და ბრიუსელი] განსაზღვრავს ორ ფრონტს დასავლური ცივილიზაციისთვის ბრძოლაში”, - თქვა ორბანმა.

ორბანმა, რომელიც თავის თავს „ძველი ყაიდის თავისუფლებისათვის მებრძოლს“ უწოდებს, განაცხადა, რომ უნგრეთი და მისი მთავრობა „პროგრესული ლიბერალების ალყაში არიან მოქცეულები“.

მან თქვა, რომ „პროგრესულები“ ისწრაფვიან დააშორონ დასავლური ცივილიზაცია თავის ქრისტიანულ ფესვებს. ხოლო, მისი მთავრობის სასტიკი ანტი-ემიგრაციული პოზიცია, საოჯახო პოლიტიკა და გენდერული იდეოლოგიის უარყოფა სწორედ ამ ძალისხმევისათვის წინააღმდეგობის გაწევაა.

„ეს ომი კულტურათა ომია“, - დასძინა ორბანმა, - „ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ჩვენი ეკლესიები, ჩვენი ოჯახები, ჩვენი უნივერსიტეტები და საზოგადოებრივი ინსტიტუტები“.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო