ვიქტორ ორბანი თურქეთისა და სერბეთის პრეზიდენტებს უმასპინძლებს
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ თაიფ ერდოღანი და სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი უნგრეთს ეწვევიან.
ვიზიტი უნგრეთის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს ემთხვევა. 20 აგვისტოს უნგრეთი წმინდა მეფე, სტეფანე I-ის ხსენებას და ქრისტიანული სახელმწიფოს დაარსების დღეს აღნიშნავს.
როგორც პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი იუწყება, "პრესისთვის სპეციალური ღონისძიებები დაგეგმილი არ არის", დღის წესრიგში "უსაფრთხოების, თავდაცვისა და ეკონომიკური საკითხების" განხილვა დგას.
ერდოღანის უნგრეთში ყოფნისას ქვეყანას სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩიც ეწვევა. მოსალოდნელია, რომ განსახილველ საკითხებს შორის იქნება კოსოვოს თემაც, სადაც თურქეთმა, ნატო-ს მოთხოვნით, ივნისში ჯარები გაგზავნა ეთნიკურ სერბებთან ძალადობრივი შეტაკებების ჩასახშობად.
მოსალოდნელია, რომ საუბარი ასევე შეეხება შვედეთის ნატო-ში მიღების და რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებს.