„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევა ჩაუტარდა, „მისი მდგომარეობა სტაბილურია“

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევა ჩაუტარდა, „მისი მდგომარეობა სტაბილურია“
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევა ჩაუტარდა, „მისი მდგომარეობა სტაბილურია“

25 ივლისი, 2022

erimedia_ravk/sZPE4jRVR.webp

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოკვლევა დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჩხაიძემ აღნიშნა, სააკაშვილს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევა ჩაუტარდა.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილურია.

კლინიკური დირექტორის განცხადებით, ბოლო პერიოდში სააკაშვილი მუცლის არეში ყრუ ტკივილებს უჩიოდა, რის გამოც, აღნიშნული კვლევის ჩატარება საჭირო გახდა.

„დღეს დაგეგმილი იყო კიდევ ერთი კვლევა - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და კვლევა - კოლონოსკოპია უკვე ჩატარებულია, პაციენტი უკვე პალატაშია მოთავსებული. კვლევამ ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩაიარა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დათვალიერება მოხდა ანესთეზიის ქვეშ. მისი მდგომარეობა სტაბილურია, არაფერი განსაკუთრებული კვლევის შემდეგ არ მომხდარა.

მას განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში ჩივილი ჰქონდა მუცლის ქვედა ნაწილში ყრუ ტკივილებთან დაკავშირებით, ამიტომ ჩაითვალა საჭიროდ, მაინც გამორიცხულიყო რაიმე სხვა დაავადება“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო