ვლადიმერ პუტინი - დასავლეთს კონფლიქტები ჰეგემონიის შესანარჩუნებლად სჭირდება, ამიტომ უკრაინელ ხალხს საზარბაზნე ხორცის ბედი მოუმზადა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ვლადიმერ პუტინი - დასავლეთს კონფლიქტები ჰეგემონიის შესანარჩუნებლად სჭირდება, ამიტომ უკრაინელ ხალხს საზარბაზნე ხორცის ბედი მოუმზადა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ვლადიმერ პუტინი - დასავლეთს კონფლიქტები ჰეგემონიის შესანარჩუნებლად სჭირდება, ამიტომ უკრაინელ ხალხს საზარბაზნე ხორცის ბედი მოუმზადა

16 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/pmKyaYm4R.webp

კოლექტიური დასავლეთი მიზანმიმართულად ანადგურებს ევროპის უსაფრთხოების სისტემას, ნატო აღმოსავლეთისკენ მიიწევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„ე.წ. კოლექტიური დასავლეთი მიზანმიმართულად ანადგურებს ევროპის უსაფრთხოების სისტემას, აყალიბებს ახალ სამხედრო ალიანსებს. ნატო-ს ბლოკი მიიწევს აღმოსავლეთით, ავითარებს სამხედრო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ახორციელებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებას და ზრდის თავდასხმითი ძალების შესაძლებლობას“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, დასავლეთი სიტყვებით „ფარისევლურად საუბრობს“ ევროპაში უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე, მაგრამ რეალურად პირიქით ხდება.

„რუსეთის მიერ გასული წლის დეკემბერში წარმოდგენილი წინადადებები უსაფრთხოების ორმხრივი ზომების შესახებ, კიდევ ერთხელ უბრალოდ უგულებელყვეს“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს აიძულოს დამოუკიდებელი სახელმწიფოები მის ნებას დაემორჩილონ.

„აშშ და მისი ვასალები უხეშად ერევიან სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, აწყობენ პროვოკაციებს, სახელმწიფო გადატრიალებებს, სამოქალაქო ომებს. მუქარით, შანტაჟითა და ზეწოლით ცდილობენ აიძულონ დამოუკიდებელი სახელმწიფოები დაემორჩილონ მათ ნებას, იცხოვრონ მათთვის უცხო წესებით და ეს ყველაფერი კეთდება ერთი მიზნისთვის - დომინირების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, დასავლეთს კონფლიქტები ჰეგემონიის შესანარჩუნებლად სჭირდება, რის გამოც მან უკრაინას „საზარბაზნე ხორცის ბედი“ მოუმზადა.

„ჰეგემონიის შესანარჩუნებლად მას (დასავლეთს) სჭირდება კონფლიქტები. სწორედ ამიტომ უკრაინელ ხალხს საზარბაზნე ხორცის ბედი მოუმზადა. განახორციელეს ანტირუსული პროექტი, დახუჭეს თვალი ნეონაცისტური იდეოლოგიის გავრცელებაზე დონბასის მცხოვრებლების ხოცვა-ჟლეტაზე, აავსეს და ავსებენ კიევის რეჟიმს იარაღით, მათ შორის მძიმე იარაღით“, - აღნიშნა პუტინმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო