erimedia_ravk/R7QiWZPIg.jpeg

ვლადიმერ პუტინი - მადლობელი ვართ ჩინეთის ძალისხმევისთვის უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად, აზიაში დახურული ალიანსებისთვის ადგილი არ არის

ამბები
ვლადიმერ პუტინი - მადლობელი ვართ ჩინეთის ძალისხმევისთვის უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად, აზიაში დახურული ალიანსებისთვის ადგილი არ არის
ამბები

ვლადიმერ პუტინი - მადლობელი ვართ ჩინეთის ძალისხმევისთვის უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად, აზიაში დახურული ალიანსებისთვის ადგილი არ არის

erimedia_ravk/R7QiWZPIg.jpeg
16 მაი

მადლობელი ვართ ჩინეთის ძალისხმევისთვის უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად, აზიაში დახურული ალიანსებისთვის ადგილი არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ჩინეთის პრეზიდენთან, სი ძინპინთან შეხვედრისას განაცხადა.

პუტინმა აღნიშნა, რომ ლოგიკურია, პრეზიდენტის პოსტის ხელახლა დაკავების შემდეგ პირველი საგარეო ვიზიტით ჩინეთში ჩასვლა.

პრესკონფერენციის დაწყებისას ვლადიმერ პუტინმა ჩინელ კოლეგას თბილი და მეგობრული მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართული საუბრები პრაგმატული იყო. პუტინის თქმით, ჩინეთთან პარტნიორობა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს ურთიერთობები. როგორც პუტინი აცხადებს, ის მუდმივ კონტაქტზეა სი ძინპინთან.

რუსეთის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთმა ჩინეთში სურსათის ექსპორტი გაზარდა. პუტინის თქმით, რუსეთის პრიორიტეტები ვაჭრობა და ინვესტიციები იყო. რუსეთის პრეზიდენტმა, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი მშვიდობიან ბირთვულ თანამშრომლობას აღრმავებენ, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით მეტ დეტალზე არ ისაუბრა. მისივე თქმით, იყო „კონკრეტული გეგმები ენერგეტიკული თანამშრომლობის გასაღრმავებლად“ და დასძინა, რომ ენერგეტიკა რუსეთის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პუტინმა ასევე ისაუბრა, ჩინურ მანქანათმწარმოებელ კომპანიებზე, იგი მიესალმება მათ რუსულ ბაზარზე ყოფნას.

ვაჭრობის და ეკონომიკის გარდა, პუტინმა ისაუბრა საგარეო პოლიტიკაზეც. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთს და რუსეთს გლობალური და რეგიონული საკითხების მიმართ ერთნაირი მიდგომები აქვთ. „ჩვენ ორივე ვატარებთ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას. ჩვენი ქვეყნები გლობალური ინსტიტუტების დეპოლიტიზებისკენ მოუწოდებენ“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მან და სი ძინპინმა უკრაინაზეც ისაუბრეს. „აზიაში დახურული ალიანსებისთვის ადგილი არ არის“, – თქვა პუტინმა. მან მადლობა გადაუხადა ჩინეთს უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამო.

„ჩვენ მადლობელი ვართ ჩინეთის ძალისხმევისთვის უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ორივე მხარეს სურს “კრიზისის პოლიტიკური მოგვარება”.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო