ვლადიმერ პუტინი - რუსეთი თანმიმდევრულად მისდევს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების სიტყვასა და სულისკვეთებას

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი თანმიმდევრულად მისდევს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების სიტყვასა და სულისკვეთებას
ამბებიწყარო: 1tv.ge

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი თანმიმდევრულად მისდევს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების სიტყვასა და სულისკვეთებას

1 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/S62rVAz4R.jpeg

რუსეთი თანმიმდევრულად მისდევს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების სიტყვასა და სულისკვეთებას, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წერილში, რომელიც მან გაერო-ს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციის მონაწილეებს გაუგზავნა. წერილის სრული ტექსტი კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილე და მისი ერთ-ერთი დეპოზიტარი, რუსეთი თანმიმდევრულად მისდევს ხელშეკრულების სიტყვასა და სულისკვეთებას. სრულად შესრულებულია ასევე ჩვენი ვალდებულებები აშშ-სთან შესაბამისი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შეთანხმებების ფარგლებში. გამოვდივართ იქიდან, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ თანაბარ და განუყოფელ უსაფრთხოებას მსოფლიო საზოგადოების ყველა წევრისთვის“, – ნათქვამია პუტინის წერილში.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გარანტიების სისტემას და მნიშვნელოვნად მიაჩნია მისი ობიექტური, დეპოლიტიზებული და ტექნიკურად დასაბუთებული გამოყენება.

ამასთან, პუტინი მიიჩნევს, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც იცავს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მოთხოვნებს, უნდა ჰქონდეს მშვიდობიან ატომზე წვდომის უფლება ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე.

ავტორი - ქეთი ჩოხელი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო