ვლადიმერ პუტინი - რუსული მარცვლეულის მიწოდებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას, იყო შეთანხმება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არავინ ყოფილა წინააღმდეგი, მათ შორის, არც აშშ

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ვლადიმერ პუტინი - რუსული მარცვლეულის მიწოდებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას, იყო შეთანხმება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არავინ ყოფილა წინააღმდეგი, მათ შორის, არც აშშ
ამბებიწყარო: 1tv.ge

ვლადიმერ პუტინი - რუსული მარცვლეულის მიწოდებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას, იყო შეთანხმება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არავინ ყოფილა წინააღმდეგი, მათ შორის, არც აშშ

20 ივლისი, 2022

erimedia_ravk/HwZgrTg4R.jpeg

რუსული მარცვლეულის მიწოდებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას, იყო შეთანხმება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არავინ ყოფილა წინააღმდეგი, მათ შორის, არც შეერთებული შტატები, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თეირანში, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ჩვენ ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის საჰაერო გზით ექსპორტისთვის მოხსნასთანაა დაკავშირებული. ამაზე თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაციებთან შევთანხმდით. ეს ყველაფერი აქამდე არავის გაუპროტესტებია, მათ შორის, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ჩათვლით“, – აღნიშნა პუტინმა. მან იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვები მოიხსნება სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე ვითარების გასაუმჯობესებლად. „მოგეხსენებათ, მსოფლიო ბაზარზე ამერიკელების მიერ რუსული სასუქების მიწოდებაზე შეზღუდვები ფაქტობრივად მოიხსნა. იმავეს იმედი მაქვს რუსული მარცვლეულის მიწოდებასთან დაკავშირებით, თუ მათ გულწრფელად სურთ სიტუაციის გაუმჯობესება სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, თურქულმა მხარემ ბევრი გააკეთა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების მისაღწევად.

„მე უკვე ვთქვი, რომ თურქეთის რესპუბლიკამ და პირადად პრეზიდენტმა ერდოღანმა ბევრი გააკეთეს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების მისაღწევად“, – აღნიშნა პუტინმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო