ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყირიმის ხიდზე ტერაქტი უკრაინის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს

ამბები
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყირიმის ხიდზე ტერაქტი უკრაინის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს
ამბები

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყირიმის ხიდზე ტერაქტი უკრაინის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს

9 ოქტ

erimedia_ravk/MgGnwzSVR.webp

ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების ავტორები, დამკვეთები და შემსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ, ეს არის ტერაქტი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ბასტრიკინთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ეჭვგარეშეა. ეს არის ტერორისტული თავდასხმა, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას", - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.

საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა „ტერორიზმის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ განაცხადა. მან რუსეთის პრეზიდენტს ასევე აცნობა აფეთქების მომზადებაში მონაწილე ეჭვმიტანილების ვინაობის შესახებ.

"ჩვენ უკვე დავადგინეთ იმ სატვირთო მანქანის გადაადგილების მარშრუტი, სადაც აფეთქება მოხდა. ეს არის: ბულგარეთი, საქართველო, სომხეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, კრასნოდარი... დადგენილია გადამყვანების ვინაობა. რუსეთის უშიშროების სამსახურის ოპერატიული თანამშრომლების დახმარებით, მოხდა იმ ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება, ვისაც შეიძლებოდა აღნიშნული ტერაქტი მოემზადებინა", - განაცხადა ბასტრიკინმა.

როგორც საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, აფეთქების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ როგორც უკრაინის სპეცსამსახურები, ასევე რუსეთისა და უცხო ქვეყნების მოქალაქეები. მისივე თქმით, ახლა გამომძიებლები აგრძელებენ ჩადენილი დანაშაულის მიზნებისა და ამოცანების დადგენას. ყველა არსებული მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი, რომლის მიზანიც იყო დიდი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, - აღნიშნა ბასტრიკინმა.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს, დილით, ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. აფეთქდა სატვირთო მანქანა, რის შემდეგაც სარკინიგზო ხიდზე მიმავალი მატარებლის შვიდ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. შედეგად, სამანქანო ხიდი ნაწილობრივ ჩამოინგრა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო