ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდის დაცვის ორგანიზება ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს დაავალა

ამბები
ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდის დაცვის ორგანიზება ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს დაავალა
ამბები

ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდის დაცვის ორგანიზება ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს დაავალა

9 ოქტ

erimedia_ravk/J3CUyRS4R.webp
ფოტო: Satellite image ©2022 Maxar Technologies

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდის დაცვის ორგანიზება ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს დაავალა.

შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც შაბათს, 8 ოქტომბერს, ხიდზე აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად მატარებლის საწვავით დატვირთულ ავზებს ცეცხლი გაუჩნდა, ხოლო სამანქანო ხიდის ნაწილი ჩამოინგრა.

ამასთან, კრასნოდარის მხარის ხელისუფლებამ გაზარდა მოსალოდნელ ტერორისტულ საფრთხეზე კონტროლი: მოქალაქეების შეკრების ადგილებში პატრულირება გაძლიერდება, შემოწმდება ყველა სოციალური თუ ინფრასტრუქტურული ობიექტი.

რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ აფეთქება სატვირთო ავტომანქანის აფეთქებამ გამოიწვია. კრასნოდარის რეგიონის მკვიდრის სახლში, ვის სახელზეც მანქანა იყო რეგისტრირებული, მოკვლევა მიმდინარეობს. რუსეთში ამ დრომდე არ სახელდება, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ყირიმის ხიდზე აფეთქების ორგანიზატორი. ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ კი წერს, რომ შესაძლოა, მომხდართან უკრაინული სპეცსამსახურები იყვნენ დაკავშირებულნი.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში არ გამორიცხეს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება რუს სამხედრო მაღალჩინოსნებსა და სპეცსამსახურებს, კერძოდ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას შორის შიდა კონფლიქტს უკავშირდებოდეს.

რუსული მედიის ცნობით, ყირიმის ხიდზე გუშინ ღამით საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.

erimedia_ravk/cqwQsRS4R.webp
ფოტო: BBC
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო