ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში ე.წ. ახალი სუბიექტების მიღების ხელშეკრულებები რატიფიკაციისთვის წარადგინა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში ე.წ. ახალი სუბიექტების მიღების ხელშეკრულებები რატიფიკაციისთვის წარადგინა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში ე.წ. ახალი სუბიექტების მიღების ხელშეკრულებები რატიფიკაციისთვის წარადგინა

2 ოქტ

erimedia_ravk/oHcyrT4Vg.jpeg
ფოტო: REUTERS

რუსეთში უკანონოდ ანექსირებული უკრაინის რეგიონების საზღვრები დაადგინეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში ე.წ. ახალი სუბიექტების მიღების ხელშეკრულებები რატიფიკაციისთვის წარადგინა.

დოკუმენტის თანახმად, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის საზღვრები განისაზღვრება "რესპუბლიკის" საზღვრებით მისი ფორმირებისა და რუსეთის ფედერაციაში მიღების დღეს. დოკუმენტის მიხედვით, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საზღვრები განისაზღვრება იმ ტერიტორიის საზღვრებით, რომელიც არსებობდა მისი ფორმირებისა და რუსეთის ფედერაციაში მიღების დღეს. განმარტებულია, რომ ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საზღვარი, რომელიც დაკავშირებულია უცხო სახელმწიფოს ტერიტორიასთან, იქნება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი.

დოკუმენტის მიხედვით, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონების საზღვრები განისაზღვრება ფორმირებისა და რუსეთის ფედერაციაში მიღების დღეს. ასევე მითითებულია, რომ ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების საზღვარი, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიის მიმდებარედ, არის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი.

მანამდე, 2 ოქტომბერს, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების პაკეტი დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონების რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო