ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ჩავიდა.
რუსეთის პრეზიდენტი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაინის შეხვდა.
რუსული მედიის ცნობით, მასთან შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობა უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა. პუტინის თქმით, გასულ წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 67 პროცენტზე მეტით გაიზარდა.
როგორც მედია წერს, ვლადიმერ პუტინმა ასევე ისაუბრა ინვესტიციებისა და სამრეწველო თანამშრომლობის ზრდაზე, იმ პროექტებზე, რომლებიც ნავთობისა და გაზის სექტორშია დაგეგმილი. მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ვლადიმერ პუტინის როლი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო