ვოლოდიმირ ზელენსკი - დროებითი სიმშვიდე გამარჯვებების სერიის შემდეგ არის მზადება უკრაინის ყველა ქალაქის გასათავისუფლებლად
19 სექტემბერი, 2022
დროებითი სიმშვიდე გამარჯვებების სერიის შემდეგ არის მზადება უკრაინის ყველა ქალაქის გასათავისუფლებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა თავისუფალი ქვეყანა უნდა იყოს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა დაიბრუნებს რუსი დამპყრობლების მიერ ოკუპირებულ ქალაქებს, თუმცა სხვისი ტერიტორია არ სჭირდება.
„იზიუმი, ბალაკლია, კუპიანსკი და ხარკოვის რეგიონი მთლიანად არის ქალაქები და თემები, რომლებიც ჩვენ გავათავისუფლეთ. ეს სიტყვები ნათქვამია და ყველგან ისმის. მარიუპოლი, მელიტოპოლი და ხერსონი – ასევე ჟღერს, მაგრამ კიდევ უფრო ხშირად და ხმამაღლა გაჟღერდება, როდესაც მათ გავათავისუფლებთ. დონეცკი, გორლოვკა და ლუგანსკი – ესენიც გაჟღერდება. ჯანკოი, ევპატორია, იალტა – ესინიც. ჩვენ არ ვსაუბრობთ სხვისაზე. ისმის მხოლოდ ჩვენი სიტყვები, უკრაინული სიტყვები. ყოველ დილით, ყოველდღე, ყოველ საღამოს, ყოველ ღამე – ბოლო 207 დღის განმავლობაში. ალბათ ახლა ზოგიერთ თქვენგანს ეჩვენება, რომ გამარჯვებების სერიის შემდეგ რაღაც სიმშვიდე გვაქვს. მაგრამ ეს სიმშვიდე არ არის. ეს არის მომზადება შემდეგი რიგისთვის, ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვების მომდევნო სერიისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა მოვისმინოთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ავტორი - გივი ბარამიძე