ვოლოდიმირ ზელენსკი - თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი - ოკუპანტები ამ შეხვედრის შედეგებს იგრძნობენ
29 აგვისტო, 2022

თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი, ჩვენს მიერ განხილული ყველა საკითხი მნიშვნელოვანი, მაგრამ საიდუმლოა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცადა.
მისი თქმით, ამ შეხვედრის შედეგებს ოკუპანტები უახლოეს მომავალში იგრძნობენ.
„ყველა საკითხი, რაც განვიხილეთ, მნიშვნელოვანი, მაგრამ საიდუმლოა. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ამ შეხვედრის შედეგებს ოკუპანტები იგრძნობენ - ჩვენი დამცველების შემდგომ მოქმედებებში. არც ერთი ტერორისტი არ დარჩება უპასუხოდ ჩვენს ქალაქებზე თავდასხმებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სხვა სტრუქტურებისა და სფეროების ხელმძღვანელები.