ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსულმა არტილერიამ 113 ეკლესია გაანადგურა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსულმა არტილერიამ 113 ეკლესია გაანადგურა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსულმა არტილერიამ 113 ეკლესია გაანადგურა

5 ივნისი, 2022

erimedia_ravk/4dxdI997R.webp

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსულმა არტილერიამ 113 ეკლესია გაანადგურა.

მისი თქმით, მათ შორისაა უძველესი ტაძრები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომს გაუძლეს, მაგრამ ვერ გადაურჩნენ რუსულ ოკუპაციას.

„რუსეთის არმიას შეუძლია შეწყვიტოს ეკლესიების დაწვა. რუსეთის არმიას შეუძლია შეაჩეროს ქალაქების განადგურება. რუსეთის არმიას შეუძლია შეწყვიტოს ბავშვების მკვლელობა. თუ იგივე ადამიანი მოსკოვში უბრალოდ გასცემს ასეთ ბრძანებას. ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არ არის ასეთი ბრძანება, აშკარაა დამცირებაა მთელი მსოფლიოსთვის“, - დასძინა უკრაინის პირველმა პირმა.

შეგახსენებთ, გუშინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრიანაში, დონეცკის ოლქში, რუსმა სამხედროებმა სვიატოჰირსკის ლავრა დაბომბეს, რომელიც 1526 წელს აშენდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო