ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომავალ კვირას მნიშვნელოვანი ამბების გავრცელება დაანონსა
10 ივლისი, 2022
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემდგომ კვირას მნიშვნელოვანი ამბების გავრცელება დაანონსა, მათ შორის ხელისუფლების მხრიდანაც. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა გავცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„უკვე ვემზადები ახალი კვირისთვის - იქნება მნიშვნელოვანი ახალი ამბები, მათ შორის სახელისუფლებო მაღალჩინოსნებისგან“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, პრეზიდენტმა რამდენიმე ქვეყანაში ელჩების გათავისუფლების საკითხიც განმარტა.
„ეს როტაციის საკითხია - დიპლომატიური პრაქტიკის ჩვეულებრივი ნაწილი. ჩეხეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიასა და ინდოეთში დაინიშნებიან უკრაინის ახალი წარმომადგენლები. კანდიდატების მომზადება საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მიმდინარეობს“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა 5 ქვეყანაში საგანგებო და სრულუფლებიანი ეჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა.