ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა

23 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/FR6rqNZ4R.jpeg

"ხვალ თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი დღეა, სამწუხაროდ, ჩვენი მტრისთვისაც. გთხოვთ, დაიცავით უსაფრთხოების წესები," – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მოსახლეობას.

უკრაინის პრეზიდენტი სთხოვს მოსახლეობას, შესაძლო პროვოკაციების გამო, 24 აგვისტოს – უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

„მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის. სწორედ ამიტომ, ეს დღე, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანია ჩვენი მტრისთვისაც. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ შესაძლოა, ველოდოთ პროვოკაციებს და სასტიკ იერიშებს. შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი ხალხის დასაცავად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. და აუცილებლად ვუპასუხებთ რუსული ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მაგრამ გთხოვთ, ამ დღეს განსაკუთრებით დაიცავით უსაფრთხოების წესები. გთხოვთ, დაიცავით კომენდანტის საათი. გაითვალისწინეთ განგაშის სიგნალები. ყურადღება მიაქციეთ ოფიციალურ განცხადებებს. ჩვენ ყველანი ერთად უნდა მივიდეთ გამარჯვებამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო