ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნატო-მ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „პრევენციული“ დარტყმები უნდა განახორციელოს და არ „დაელოდოს რუსეთის ბირთვულ დარტყმებს“

ამბები
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნატო-მ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „პრევენციული“ დარტყმები უნდა განახორციელოს და არ „დაელოდოს რუსეთის ბირთვულ დარტყმებს“
ამბები

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნატო-მ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „პრევენციული“ დარტყმები უნდა განახორციელოს და არ „დაელოდოს რუსეთის ბირთვულ დარტყმებს“

6 ოქტ

erimedia_ravk/RNgAHlV4g.webp

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნატო-მ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „პრევენციული“ დარტყმები უნდა განახორციელოს და არ „დაელოდოს რუსეთის ბირთვულ დარტყმებს“.

„რა უნდა გააკეთოს ნატომ? მან უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა არ მიეცეს. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისევ მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას – აუცილებელია პრევენციული დარტყმები, რომ მათ იცოდნენ, რა მოუვათ, თუ ამ იარაღს გამოიყენებენ. და არა პირიქით, რომ ველოდოთ რუსეთის ბირთვულ დარტყმას და მერე ვთქვათ, რომ თუ ასე მოიქეცი, მაშინ მიიღე ჩვენგან პასუხი“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ავსტრალიის ლოუის უნივერსიტეტში შეკრებილი აუდიტორიისადმი მიმართვის დროს განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას რუსეთის ფედერაციაში გამოეხმაურნენ.

"ზელენსკის განცხადება რუსეთზე პრევენციული დარტყმის განხორციელების შესახებ, თავისი არსით, მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ მოწოდებას ნიშნავს", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტის შემთხვევაში, შედეგები საშინელი და არაპროგნოზირებადი იქნება. პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს ყურადღება უნდა მიაქციოს ყველა ქვეყანამ, განსაკუთრებით კი აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. მან ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი განცხადებები არ უნდა დარჩეს მსოფლიო საზოგადოების რეაქციის გარეშე. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონი და ლონდონი რეალურად ხელმძღვანელობენ კიევის ქმედებებს, ისინი პასუხისმგებელნი არიან ზელენსკის სიტყვებზე, - აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ დასავლეთი ბირთვულ ომს აღვივებს, ხოლო „მარიონეტი და გაუწონასწორებელი“ ზელენსკი „გადაიქცა მონსტრად, რომლის ხელითაც პლანეტის განადგურება შეუძლიათ“.

ზელენსკის სიტყვებზე, რუსეთზე ბირთვული დარტყმის შესახებ, კომენტარი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის ოფისმაც გააკეთა.

გაერო-ს პოზიცია, რომ ბირთვული კონფლიქტის განხილვაც კი მიუღებელია, იგივე რჩება, - ამის შესახებ გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

„რაც შეეხება ნებისმიერ კომენტარს ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, მინდა შეგახსენოთ ის, რაც უკვე თქვა გენერალურმა მდივანმა ამ თემაზე. მისი პოზიცია არ შეცვლილა“, - განაცხადა დუჟარიკმა.

მან ნაწყვეტი მოიყვანა ანტონიუ გუტერეშის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 22 სექტემბერს გაკეთებული განცხადებიდან, სადაც გუტერეშმა აღნიშნა, რომ ”ატომური კონფლიქტის იდეა, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენელი იყო, ახლა განხილვის საგნად გადაიქცა და ეს თავისთავად სრულიად მიუღებელია”.

მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა უკრაინის პრეზიდენტის სიტყვები განმარტა. მისი თქმით, ზელენსკის არ მოუწოდებია რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. „კოლეგებო, ამ ბირთვული ისტერიით ცოტა შორს წახვედით და ახლა ბირთვული დარტყმების შესახებ გესმით იქ, სადაც ის არ არის“, - განაცხადა ნიკიფოროვმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო