ვოლოდომირ ზელენსკი - ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ, უკრაინის დროშა იქნება ჩვენს ყველა ქალაქსა და სოფელში
19 ივლისი, 2022
უკრაინის დროშა იქნება ჩვენს ყველა ქალაქში და სოფელში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, საჭიროა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხის ემოციური მხარდაჭერა და ინფორმაციის მიწოდება.
"ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ, ვარღვევთ ოკუპანტების მარაგს, ვავლენთ და ვანეიტრალებთ მოკავშირეებს. პერსპექტივა აშკარაა: უკრაინის დროშა იქნება ჩვენს ყველა ქალაქში და სოფელში. ერთადერთი კითხვა არის დრო და სანამ ეს დრო გრძელდება, სანამ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია გაანადგუროს სიცოცხლე უკრაინაში, როგორც ეს გააკეთა დღეს ნიკოპოლში, ტორეცკში, ხარკოვის ოლქის ქალაქებში, არ დაგავიწყდეთ ინფორმაციის მიწოდება და ემოციური მხარდაჭერა ჩვენი ხალხისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უამბეთ მათ უკრაინის შესახებ. თავის მხრივ, სახელმწიფო აკეთებს ამას. მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საზოგადოების მთელი საინფორმაციო ძალა", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ ამ დროისთვის ოკუპანტებისგან უკრაინის 1028 პუნქტი გათავისუფლდა.
"დღეის მდგომარეობით, ოკუპანტებისგან 1028 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. კიდევ 2621 ჯერ კიდევ დამპყრობლების კონტროლის ქვეშ იმყოფება და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საინფორმაციო კომუნიკაცია ყველა მათგანთან - ყველასთან, სადაც ხალხია", - დასძინა ზელენსკიმ.