erimedia_ravk/1iSuUyI4R.jpeg

"ვუთხარი, რომ ასე არასდროს მოიქცეს" - რატომ ეჩხუბა ჯენარო გატუზო მამარდაშვილს

ამბები
"ვუთხარი, რომ ასე არასდროს მოიქცეს" - რატომ ეჩხუბა ჯენარო გატუზო მამარდაშვილს
ამბები

"ვუთხარი, რომ ასე არასდროს მოიქცეს" - რატომ ეჩხუბა ჯენარო გატუზო მამარდაშვილს

erimedia_ravk/1iSuUyI4R.jpeg
18 ოქტ

"მას ჩემგან მაქსიმალური ნდობა აქვს, დაივიწყოს სიტყვა "ბოდიში" და მეორედ აღარ თქვას", - ეს სიტყვები "ვალენსიას" მთავარ მწვრთნელს ჯენარო გატუზოს ეკუთვნის, რომელმაც გიორგი მამარდაშვილის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის მე-9 ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია "მესტალიაზე" ელჩეს დაუპირისპირდა და ფრედ 2-2 ითამაშა. ქართველ მეკარეს კარგი თამაში ნამდვილად არ ჰქონია, მან ორ გაშვებულ გოლთან ერთად მთავარი არბიტრისგან ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.

როგორც აღმოჩნდა 21 წლის ქართველმა გოლკიპერმა ელჩესთან გაშვებული ორი გოლის შემდეგ მთავარ მწვრთნელს ბოდიში მოუხადა. იტალიელმა სპეციალისტმა მამარდაშვილის საქციელი არ მოიწონა და აღნიშნა, რომ ქართველმა „ღამურები“ წაგებული მატჩისგან არაერთხელ იხსნა.

"თამაშის შემდეგ მამარდაშვილი ჩემთან მოვიდა და ბოდიში მომიხადა, მე კი მას ვეჩხუბე. ქართველმა ბევრ თამაშში გვიხსნა! რაც შეეხება ამ მატჩს: რეაქცია არც მქონია. მას ჩემგან მაქსიმალური ნდობა აქვს - ისევე, როგორც მთელი კლუბისგან. ვუთხარი, რომ დაივიწყოს სიტყვა "ბოდიში" და მეორედ აღარ თქვას", - განაცხადა ჯენარო გატუზომ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას.

ქართველი მეკარე, რომელიც WhoScored.com-მა სექტემბრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, ამჯერად, გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქულით შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" კარს შეუცვლელად იცავს. "ღამურები" 9 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-7 ადგილზე არიან. დღეს 18 ოქტომბერს ვალენსიას მნიშვნელოვანი მატჩი ელის, გატუზოს გუნდი "სანჩეს პისხუანზე" "სევილიას" ეთამაშება. მატჩი თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო