erimedia_ravk/GNs075RIg.jpeg

Wall Street Journal - ზოგიერთი დასავლელი თანამდებობის პირი უკრაინას სთავაზობს ომის დასრულების მიზნით ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დათმოს, თუმცა ეს არ შეესაბამება არც კიევის და არც მოსკოვის მიზნებს

ამბები
Wall Street Journal - ზოგიერთი დასავლელი თანამდებობის პირი უკრაინას სთავაზობს ომის დასრულების მიზნით ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დათმოს, თუმცა ეს არ შეესაბამება არც კიევის და არც მოსკოვის მიზნებს
ამბები

Wall Street Journal - ზოგიერთი დასავლელი თანამდებობის პირი უკრაინას სთავაზობს ომის დასრულების მიზნით ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დათმოს, თუმცა ეს არ შეესაბამება არც კიევის და არც მოსკოვის მიზნებს

erimedia_ravk/GNs075RIg.jpeg
20 აგვ

ზოგიერთი დასავლელი თანამდებობის პირი უკრაინას სთავაზობს ომის დასრულების მიზნით ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დათმოს, თუმცა ეს არ შეესაბამება არც კიევის და არც მოსკოვის მიზნებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ს და მის მოკავშირე ევროპულ სახელმწიფოებს სურთ არ დაუშვან რუსეთის გამარჯვება, თუმცა, ეშინიათ ხარჯების და რისკების, რაც უკრაინას ამ ომში გამარჯვებისათვის ესაჭიროება.

„უოლ სთრით ჯოურნალის“ თანახმად, პირად საუბრებში ბევრი დასავლელი თანამდებობის პირი არ მიიჩნევს, რომ აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა ომის დასრულების საბოლოო მიზნების განსაზღვრა კიევს უნდა მიანდონ.

ისინი შიშობენ, რომ უკრაინის "მაქსიმალისტური მიზნები" უსასრულო ომი იქნება და ამიტომ სურთ უკრაინას შეთანხმება შესთავაზონ, რომლის თანახმადაც ის შეეგუება ტერიტორიის ნაწილის ფაქტობრივ დაკარგვას ნატო-ს ან ევროკავშირის წევრობის ან გრძელვადიანი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების დაპირების სანაცვლოდ.

როგოც გამოცემა აღნიშნავს, ასეთი მოსაზრება აიხსნება დასავლეთის სწრაფვით, შეაკავოს კონფლიქტი, რომლის შოკური ტალღები მსოფლიო ეკონომიკაში იგრძნობა, ასევე გაურკვევლობით იმასთან დაკავშირებით, თუ კიდევ რამდენ ხანს დაუჭერენ მხარს დასავლელი ამომრჩევლები კიევისთვის დახმარების ამჟამინდელ მასშტაბს. ისინი ასევე თვლიან, რომ უკრაინას ვერ შეძლებს საკუთარი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის სრულად განდევნას.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა, რომელმაც დაუშვა ალიანსში უკრაინის წევრობა ტერიტორიის ნაწილზე უარის თქმის სანაცვლოდ. მოგვიანებით, მან საკუთარ სიტყვებს „შეცდომა“ უწოდა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კი განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ, გადაწყვიტონ, როდის არსებობს პირობები მოლაპარაკებებისთვის და რომელი გადაწყვეტილებაა მისაღები.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო