WSJ - აშშ-ის დაზვერვა შიშობს, რომ „ვაგნერმა“ შესაძლოა „ჰეზბოლას“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გადასცეს
3 ნოე
აშშ-მა სადაზვერვო ინფორმაცია მიიღო იმის შესახებ, რომ შეიარაღებულმა ფორმირება „ვაგნერმა“ შესაძლოა ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გადასცეს, რომელიც დასავლეთში SA-22-ის სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
როგორც გაზეთი იუწყება, ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვერ ადასტურებს, გადასცა თუ არა უკვე „ვაგნერმა“ „ჰეზბოლას“ საზენიტო კომპლექსი, თუმცა, დაზვერვა მუშაობას განაგრძობს და კომპლექსის შესაძლო გაგზავნა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.