erimedia_ravk/sL-O1ZIVR.jpeg

"ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს - საზოგადოებრივი მოძრაობა ამერიკის ელჩს უპირისპირდება

ამბები
"ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს - საზოგადოებრივი მოძრაობა ამერიკის ელჩს უპირისპირდება
ამბები

"ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს - საზოგადოებრივი მოძრაობა ამერიკის ელჩს უპირისპირდება

erimedia_ravk/sL-O1ZIVR.jpeg
10 ოქტ

საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წარმომადგენლები წერილს ავრცელებენ, რომელიც ამერიკის ელჩს საქართველოში კელი დეგნანის გუშინდელ განცხადებას უკავშირდება.

წერილში ნათქვამია, რომ კელი დეგნანს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ აგორებული კამპანიის შესახებ, რომელიც საქართველოსთვის მრავალმილიარდიანი შეიარაღების გადაცემისა და უკრაინისთვის ქართული შეიარაღების მიწოდების თემას უკავშირდებოდა.

საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ელჩმა თავი აარიდა მკაფიო პასუხს და ჟურნალისტებთან აღნიშნულ საკითხზე ბუნდოვნად ისაუბრა.

"ელჩი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია უზუსტობებს შეიცავს და ის ამ ინფორმაციას სრულად არ უარყოფს, რჩება ობიექტური განცდა, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში სიმართლეს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. მას რომ ეთქვა, ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსთვის ამერიკული შეიარაღების შესყიდვა არ შეუთავაზებია, ყველაფერი ნათელი იქნებოდა. საზოგადოება დარწმუნდებოდა, რომ ელჩი საჯაროდ უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას საქართველოში მეორე ფრონტის შექმნის სურვილის შესახებ. თუმცა, ელჩმა ჟურნალისტებს მკაფიო პასუხი არ გასცა, რაც სწორედ რომ საპირისპირო დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მოძრაობის "ხალხის ძალა" წარმომადგენლები განმარტავენ, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ გარკვეული სოლიდური მოცულობით ახალი შეიარაღების შესყიდვას ამერიკული მხარე საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სთავაზობდა. ეს ხდებოდა ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები შეიარაღების შესყიდვის შესახებ კამპანიის აგორებას ცდილობდნენ.

"კარგად გვესმის, რომ გიორგი ვაშაძე, გიგა ბოკერია, გიორგი მარგველაშვილი და სხვები საკუთარი ინიციატივით არცერთ მნიშვნელოვან განცხადებას არ აკეთებენ. როდესაც ამას ემატება ელჩის დუმილი ან დუმილის ტოლფასი ბუნდოვანი პასუხები, საზოგადოებას დასკვნების ცხადად გამოტანა შეუძლია. სამწუხაროა, რომ ამერიკის ელჩმა ამ შემთხვევაშიც უარი თქვა რადიკალური ოპოზიციის გზავნილების სრულ უარყოფაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ საელჩოსა და ოპოზიციის თითოეული მოქმედება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სრულად არის კოორდინირებული.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო