ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია და მისი ტრანსფერი ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხია, რადგან უნდა გადარჩეს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია და მისი ტრანსფერი ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხია, რადგან უნდა გადარჩეს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია და მისი ტრანსფერი ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხია, რადგან უნდა გადარჩეს

29 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/WokwIsZ4g.webp

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია და მისი ტრანსფერი ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხია, რადგან “უნდა გადარჩეს”.

ამასთან, როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვა მნიშვნელოვანია და შეფასება, რომელსაც ისინი მოამზადებენ, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს.

„რამდენიმე დღის წინ მოვინახულე და მისი გარეგნული ნიშნები - განსაკუთრებით სისუსტე და წონის კლება, შემაშფოთებელია. ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნა. ასევე მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებს მიეცეთ სრულყოფილი სამუშაო პირობები და გარემო, რაც ითვალისწინებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სწორედ მათ მიერ შეფასდეს. საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვა. მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძირეული საკითხი, ჰუმანიტარული საკითხია, უკვე პოლიტიკურ განზომილებაშიც აღარაა, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი უნდა გადარჩეს. მის ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, მიუხედავად იმისა, რომ ის ნამდვილად კმაყოფილია კლინიკის ექიმებისა და მკურნალობის, მაგრამ მისი ფიზიკური მონაცემები მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ მკურნალობის მხრივ არანაირი პროგრესი არაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ექსპერტების შეფასება, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, უცხოელი სამედიცინო ექსპერტები, რომლებიც საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ჩამოვიდნენ, ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“ დღეს მივიდნენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო