erimedia_ravk/uBX8TFEIg.jpeg

ხელოვნების სასახლეში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღმოსავლური კოლექციების გამოფენით აღინიშნა

ამბები
ხელოვნების სასახლეში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღმოსავლური კოლექციების გამოფენით აღინიშნა
ამბები

ხელოვნების სასახლეში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღმოსავლური კოლექციების გამოფენით აღინიშნა

erimedia_ravk/uBX8TFEIg.jpeg
19 მაი

საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში აღმოსავლური კოლექციის ნიმუშების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კატალოგის ავტორია პროფესორი გიორგი კალანდია, გამომცემელი - შორენა შავერდაშვილი. კატალოგი სტამბა „სეზანის“ მხარდაჭერით ქართულ, ინგლისურ და იაპონურ ენებზე გამოიცა და 100-ზე მეტ ნივთს მოიცავს.

„ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. კულტურის მინისტრმა მუზეუმის თანამშრომლებსა და დამსწრე საზოგადოებას მუზეუმის საერთაშორისო დღე და ახალი გამოფენის გახსნა მიულოცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დოვლეტმირატ სეიტმამედოვი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი კულტურის საკითხებში მეჰდი საადათნეჟადი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ექსპერტი სახალხო დიპლომატიის საკითხებში მოჯთაბა მუსავი, ასევე - მუზეუმების თანამშრომლები და სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლები.

გამოფენაზე მუზეუმის მრავალფეროვანი ორიენტალისტური კოლექციის გარდა, რომელიც წარმოადგენს იაპონიას, ჩინეთს, შუამდინარეთს, სპარსეთს, თურქეთს, ავღანეთს, არაბეთს, ინდოეთს, ინდონეზიას, ნეპალს, მონღოლეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, ასევე, წარმოდგენილია ტექსტილი, ავეჯი, სამკაული, იარაღი, სხვადასხვა ნივთი და საქართველოში ერთადერთი, ლურსმნული დამწერლობით შესრულებული 4000-წლოვანი ფირფიტა, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მუზეუმმა გასულ წელს კერძო პირისგან შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და მუზეუმის დირექციის ინიციატივით 2020-2023 წლებში მუზეუმის კოლექციები მნიშვნელოვნად შეივსო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატთა ჯგუფი საგარეო ჩარევის შესახებ კანონპროექტის ტექსტზე შეთანხმდა
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იტალია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებას არ დაუშვებს
გერმანია უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მათ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოდან გაწერეს
ვიქტორ ორბანი - ნატო ყოველ კვირას სულ უფრო უახლოვდება ომს
Სარეკლამო
„როიტერი“ - ჩინეთი შვეიცარიაში, ივნისში დაგეგმილ უკრაინის სამშვიდობო სამიტს არ შეუერთდება, რადგან მხარს უჭერს რუსეთის და უკრაინის თანასწორ მონაწილეობას
ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო
თეთრი სახლის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენი 8 ივნისს საფრანგეთში ჩავა
„პოლიტიკო“ - ჯო ბაიდენმა უკრაინას ფარულად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, თუმცა მხოლოდ ხარკოვის მახლობლად
საფრანგეთში დეპუტატები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ
მეტის ჩვენება
Სარეკლამო