ხელფასის გაცემა შესაძლოა, თვეში ორჯერ მოხდეს - რა წინადადებაზე იმსჯელებს პარლამენტი

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
ხელფასის გაცემა შესაძლოა, თვეში ორჯერ მოხდეს - რა წინადადებაზე იმსჯელებს პარლამენტი
ამბებიწყარო: www.bpn.ge

ხელფასის გაცემა შესაძლოა, თვეში ორჯერ მოხდეს - რა წინადადებაზე იმსჯელებს პარლამენტი

30 ივლისი, 2022

erimedia_ravk/j5ld-Ok4R.jpeg

საქართველოში შესაძლოა, დაუბეგრავი მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდეს. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მოქალაქე მაკა მინდიაშვილმა მიმართა.

როგორც წინადადებაში ვკითხულობთ, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 5 ლარით უნდა განისაზღვროს, შედეგად თვის განმავლობაში სრული დაუბეგრავი მინიმალური ხელფასი იქნება 800 ლარი.

გარდა ამისა, პოზიციის იერარქიასთან ერთად მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებას უნდა დაემატოს საათში - 1 ლარი. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, უქმე დღეებსა და ღამის ცვლაში (22:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე) მუშაობა უნდა ანაზღაურდეს გაორმაგებული დაუბეგრავი მინიმალური საათობრივი ხელფასით.

ამასთან, მოქალაქის წინადადება გულისხმობს, რომ შრომის ანაზღაურება გაიცეს არანაკლებ თვეში ორჯერ. ასევე ცვლილების თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ნებისმიერი ანაზრაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 1%.

საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, რომელმაც გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო