erimedia_ravk/ac1CNRkSg.jpeg

ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს საგოლე პასით დაუბრუნდა

ამბები
ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს საგოლე პასით დაუბრუნდა
ამბები

ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს საგოლე პასით დაუბრუნდა

erimedia_ravk/ac1CNRkSg.jpeg
28 აგვ

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა „ნაპოლიში”, რომელმაც „სასუოლო“ 2:0 დაამარცხა.

ნეაპოლელების ქართველმა ლეგიონერმა პირველივე შეხვედრაში თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

„სტადიო მარადონაზე“ გამართული დაპირისპირება კვარაცხელიას, რომელმაც პირველი ტურის მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია და მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში, 61-ე წუთზე შემოვიდა.

ნეაპოლელები პირველივე წუთებიდან უტევდნენ და სწრაფად დაწინაურდნენ. მატეო პოლიტანოს წაქცევისთვის „სასუოლოს“ კარში მე-16 წუთზე პენალტი დაინიშნა, რომელიც ვიქტორ ოსიმენმა უნაკლოდ შეასრულა და მიმდინარე სეზონში უკვე მესამე გოლი გაიტანა. მე-60 წუთზე „ნაპოლიმ“ მეორე პენალტი მოიპოვა და უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ჯაკომო რასპადორიმ ამ შანსით ვერ ისარგებლა. 61-ე წუთზე კი მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, რომელიც თამაშში შესანიშნავად ჩაერთო – სამ წუთში ქართველმა შემტევმა საგოლე პასით ჯოვანი დი ლორენცო მეკარესთან პირისპირ დატოვა და ნეაპოლელთა კაპიტანმა სხვაობა გაზარდა.

ორი ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 6 ქულა დააგროვა და სერია A-ში „მილანთან“ და „ვერონასთან“ ერთად ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას კი „ნაპოლი“ „ლაციოსთან“ 2 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო