ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში მეხუთე გოლი გაიტანა

სერია A-ს მერვე ტურში, "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ტორინო" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
მატჩის მსვლელობისას მეტოქის კარში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამაც გაიტანა. მიმდინარე ტურნირზე ეს კვარაცხელიას მიერ გატანილი რიგით მეხუთე გოლი იყო. მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი მატჩის მიმდინარეობის 81-ე წუთზე შეცვალა.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარცხელიამ ჩემპიონატის რვა მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
„ნაპოლი“ 20 ქულით ლიდერია და 4 ოქტომბერს, "ჩემპიონთა ლიგაზე", ამსტერდამში „აიაქსს“ დაუპირისპირდება, ხოლო, 9 ოქტომბერს, სერია A-ში „კრემონეზეს“ წინააღმდეგ ითამაშებს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო