ხვიჩა კვარაცხელიამ სერია „ა“-ში მორიგი გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ გამარჯვება და იტალიის ჩემპიონატში ლიდერობა მოუტანა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია „ა“-ში მორიგი გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ გამარჯვება და იტალიის ჩემპიონატში ლიდერობა მოუტანა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია „ა“-ში მორიგი გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ გამარჯვება და იტალიის ჩემპიონატში ლიდერობა მოუტანა

3 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/9cci0nM4g.jpeg

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია „ა“-ში მორიგი გოლი გაიტანა და მე-5 ტურში რომის „ლაციოს“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში „ნაპოლის“ გამარჯვება და იტალიის ჩემპიონატში ლიდერობა მოუტანა – 1:2.

საქართველოს ნაკრების ლიდერი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და პირველივე წუთებიდან ითამაშა „სტადიო ოლიმპიკზე“ – ლუჩანო სპალეტის გუნდი მდევრის როლში აღმოჩნდა, რადგან ანგარიში რომალებმა უკვე მე-4 წუთზე მატია ძაკანის გოლით გახსნეს.

„ნაპოლიმ“ წონასწორობა 38-ე წუთზე აღადგინა. შეტევაში ჩართულმა კორეელმა მცველმა, კიმ მინ ჯემ მასპინძელთა კარი აიღო და სტუმრები შესვენებაზე დაიმედებულები გავიდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია მაქსიმალურად აქტიურობდა, სახიფათოდ დაარტყა, ბურთი ძელს მოარტყა, მაგრამ მიზანს მეორე ნახევარში მიაღწია. 61-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ზამბო ანგისამ საჯარიმოს ცენტრში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქართველი თავდამსხმელი მოძებნა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით „ლაციოს“ კარი აიღო და გუნდი დააწინაურა. ეს კი შეხვედრის გადამწყვეტი ეპიზოდი აღმოჩნდა.

68-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელი ჯაკომო რასპრადორიმ შეცვალა. მატჩი კი „ნაპოლიმ“ მოგებით დაასრულა – 1:2 და 5 ტურის შემდეგ 11 ქულით სერია „ა“-ში გალიდერდა. ამდენივე ქულა აქვს „მილანს“, მაგრამ კვარაცხელიას გუნდი დამატებითი მაჩვენებლებით პირველზეა.

თავად ხვიჩა კვარაცხელია კი 5 მატჩში 4 გოლით (პლუს 1 საგოლე გადაცემა) კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად ბომბარდირებში ლიდერობს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო