YouTube-მა სიმღერის მელოდიის წამღერებით ძიების ფუნქციის ტესტირება დაიწყო
YouTube-ში სიმღერის მელოდიის წამღერებით ძიების ფუნქციის ტესტირება მიმდინარეობს. ინფორმაცია ამის შესახებ Google-ის ბლოგში გამოქვეყნდა.
ფუნქცია Hum to Search („წაიმღერე, რომ იპოვო“) მომხმარებელს საშუალებს აძლევს იპოვოს სიმღერა, თუ მას წაიმღერებს ან სხვა მოწყობილობაზე ჩართავს.
სერვისს კომპოზიციის ამოსაცნობად მხოლოდ 3 წამი დასჭირდება. ამის შემდეგ YouTube-ი მომხმარებელს აღნიშნული სიმღერის შესაბამის ვიდეორგოლებს შესთავაზებს.
ახალი ფუნქციის გამოყენება YouTube-ის აპლიკაციის Android-ვერსიის გარკვეულ მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ.
ფუნქცია Hum to Search უკვე მოქმედებს Google Assistant-ში, თუმცა 3 წლის წინ ამუშავებულ სერვისს წამღერებული კომპოზიციის ამოსაცნობად 10-15 წამი სჭირდება.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო