ზაზა ფაჩულიას სახელობის ”გალფის’’ რიგით მეოთხე საკალათბურთო მოედანი, რუსთავში გაიხსნება

ამბები
ზაზა ფაჩულიას სახელობის ”გალფის’’ რიგით მეოთხე საკალათბურთო მოედანი, რუსთავში გაიხსნება
ამბები

ზაზა ფაჩულიას სახელობის ”გალფის’’ რიგით მეოთხე საკალათბურთო მოედანი, რუსთავში გაიხსნება

6 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/VgD2Grk4g.webp

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო მოედნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, საკალათბურთო კორტის მოწყობის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, კომპანია ,,გალფის’’ წარმომადგენლებმა და ზაზა ფაჩულიამ მოაწერეს ხელი.

ღონისძიებას ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' წევრები, რუსთაველი კალათბურთელები და მწვრთნელები, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანს, რომელიც საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტების შესაბამისი იქნება, კომპანია ,,გალფი“ააშენებს, რუსთავის მერია კი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე იზრუნებს.

"ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი. სულ მალე აქ დაიწყება ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო სივრცის მშენებლობა. ეს ჩვენთვის საამაყოცაა და ღირებულიც, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტი. მუნიციპალიტეტი თავის მხრივ, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეს სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს. ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი თანამედროვე და ლამაზი სპორტული და დასასვენებელი სივრცე შეემატება ჩვენს ქალაქს",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ. ზაზა ფაჩულიას განცხადებით, სპორტული მოედნები ერთ-ერთი მოტივაციაცაა, რომ ბავშვები გარეთ გამოვიდნენ და ჯანსაღი ცხოვრებით დაკავდნენ.

"ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი აღზრდისთვის, განათლებისთვის, მოტივაციისთვის, ინსპირაციისთვის. ძალიან ბევრი დადებითი რამ მოაქვს სპორტს, ესაა დისციპლინა, პროფესიონალიზმი, სწრაფი გადაწყვეტილება. რაც მთავარია, დღევანდელ რეალობაში კარგად გვესმის, სახლში ჩაკეტილი ბავშვი, დიდ დროს რომ ატარებს ეკრანთან, ტელეფონთან, რამდენად მავნებელი შეიძლება იყოს ეს. სპორტული მოედნები ერთ-ერთი მოტივაციაცაა, რომ ბავშვები გარეთ გამოვიდნენ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

რუსთავში საკალათბურთო მოედნის მშენებლობის პროექტი, ნავთობკომპანია ,,გალფის’’ ორგანიზებითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით განხორციელდება. სპორტული მოედანი 2022 წლის ოქტომბერში გაიხსნება. ზაზა ფაჩულიას სახელობის სამი საკალათბურთო მოედანი უკვე გახსნილია თბილისში, გორსა და სენაკში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო