erimedia_ravk/H3cLpyd4g.jpeg

ზელენსკი: ენერგეტიკული ტერორი არის მასიური განადგურების იარაღის ანალოგი

ამბები
ზელენსკი: ენერგეტიკული ტერორი არის მასიური განადგურების იარაღის ანალოგი
ამბები

ზელენსკი: ენერგეტიკული ტერორი არის მასიური განადგურების იარაღის ანალოგი

erimedia_ravk/H3cLpyd4g.jpeg
24 ნოე

უკრაინის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს ვიდეო ზარით მიმართა, ზელენსკიმ შეხვედრაზე, რომელსაც რუსეთის ელჩიც ესწრებოდა აღნიშნა, რომ რუსული რაკეტები, რომელიც ურტყამს ენერგეტიკულ ობიექტებს არის ნამდვილად კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

"მსოფლიოსგან ველოდებით ძლიერ რეაქციას რუსულ ტერორზე. ასევე, ველოდებით რეაქციას მეგობრებისგან - თუმცა, არა როგორც დამკვირვებლის. ჩვენ ველით ყველა იმ ადამიანის რეაქციას, ვინც ნამდვილად აღიარებს გაეროს წესდებას.

ღამით კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა მოხდა ზაპორიჟიას რეგიონის საავადმყოფოზე. მხოლოდ დღეს თითქმის 70 რაკეტა ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ იყო ნასროლი. საავადმყოფოებს, სკოლებს, ტრანსპორტს და საცხოვრებელ შენობებს, ყველაფერზე მოქმედებს ეს. რუსულმა ტერორმა გამოიწვია გათიშვა, არა მხოლოდ უკრაინაში. დენი ჩვენს მეზობელ მოლდოვაშიც არ არის.

ენერგეტიკული ტერორი არის მასიური განადგურების იარაღის ანალოგი, ისეთ ვითარებაში როდესაც ტემპერატურა 0-ს ქვევითაა. ათობით მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის, გათბობის და წყლის გარეშეა დარჩენილი და ეს არის შედეგი რუსული რაკეტების, რომელიც ენერგეტიკულ ობიექტებს ურტყამს. ეს ნამდვილად არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული," - განაცხადა ზელენსკიმ.

სხდომაზე რუსეთის ელჩმა, ვასილ ნებეზნიამ კი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებასაც უპასუხა და თქვა, რომ ზელენსკისა და მისი მხარდაჭერებისგან არ არის გამოთქმული მზადყოფნა მშვიდობის მისაღწევად და რომ "უგუნური მუქარა და ულტიმატუმები" მხოლოდ კონფლიქტს წაახალისებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო