ზემო აჭარაში, ხულოში ეროვნული მნიშვნელობის საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა დაიწყო

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
ზემო აჭარაში, ხულოში ეროვნული მნიშვნელობის საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა დაიწყო
ამბებიწყარო: www.bpn.ge

ზემო აჭარაში, ხულოში ეროვნული მნიშვნელობის საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა დაიწყო

22 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/JINrZP7VR.jpeg

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განათლების მინისტრთან, ხულოს მერთან და ადგილობრივ სკოლის აღსაზრდელებთან ერთად სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის დაწყებას საფუძველი ჩაუყარა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ვაშლოვანში სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის პროექტი ეროვნული მნიშვნელობისაა და მას ექნება უფრო დიდი მიზანი და მისია, ვიდრე ჩვეულებრივ სკოლას.

„მიხარია, რომ რამდენიმე თვის წინ დაგეგმილი სკოლის მშენებლობის პროექტი უკვე მოქმედებაში შევიდა და ძალიან მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ აღნიშნულ სკოლის მშენებლობის დასრულებას.

სკოლას ექნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შიდა და გარე მოედნები. მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესი და ამ მიმართულებითაც არ მოვაკლებთ რესურსს, რომ გაძლიერებულად ხდებოდეს როგორც უცხო ენების, ასევე ზუსტი მეცნიერებების სწავლა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ კურსდამთავრებულებს უნდა ჰქონდეთ ფართო ასპარეზი.

განათლება და ახალგაზრდობა სტრატეგიული პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სკოლის ძალიან ბევრი კურსდამთავრებული სწავლას გააგრძელებს როგორც ქვეყნის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, ასევე რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ბათუმში. ჩვენ უკვე შევუთანხმდით რამდენიმე საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომ მაღალმთიანი აჭარიდან წარჩინებული სტუდენტები პირდაპირ ჩაირიცხონ და გააგრძელონ სწავლა. ასე რომ, მთელი ჯაჭვი და ციკლი განათლების სისტემის გახლავთ აწყობილი და ამჯერად ჯერი არის მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე. ყველა პირობა შეიქმნება, რომ აქ საშუალება ჰქონდეს მოსწავლეებს მიიღონ ხარისხიანი განათლება.

ეს სკოლა მოემსახურება პრაქტიკულად მთელ მაღალმთიან აჭარას. დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო და წარჩინებული მოსწავლეები იქნებიან წარმოდგენილი ამ სკოლაში” - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, პროექტის მიხედვით აშენდება ორი შენობა - 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა და 150 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი. შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი, სპორტდარბაზი. სკოლის ეზოში მოეწყობა ღია მოედანი და ტრიბუნები. სკოლა იქნება საცხოვრებელი გარემოთი, კვებით, ტრანსპორტით უზრუნველყოფილი სასწავლებელი და მოემსახურება მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მოსწავლეებს.

პროექტი იქნება სრულად ადაპტირებული და ენერგოეფექტური. მშენებლობისთვის კი 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო