ჟამიერი
7 ივლისი, 2022
მამუკა არეშიძე :
საინტერესოა პუტინის პოზიცია, რომელიც თავიდან ამბობდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს გააქტიურება აბსოლიტურად მიუღებელია რუსეთისთვის და რომ რუსეთს ამაზე საპასუხო რეაქცია ექნება. იმუქრებოდა და ეს მუქარა ომით შეასრულა კიდეც. 120 დღეზე მეტი გავიდა და დღეს, როცა ფინეთი და შვედეთი პრაქტიკულად გაერთიანდნენ ნატოში, პუტინმა შეიცვალა პოზიცია, შეიცვალა ტონალობა და ამბობს, რომ ,, მართალია ეს სახიფათოა რუსეთისთვის, მაგრამ შევლენ თუ არა ნატოში, ეს ფინეთის და შვედეთის გადასაწყვეტია“, ასე რომ, ბევრად უფრო დადინჯებულია პუტინი, ვიდრე იყო უკრაინის შემთხვევაში. მისი დამოკიდებულება შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების მიმართ იმდენად რბილია, რომ გაკვირვებას იწვევს, - მაშინ ომი რატომ დაიწყო უკრაინაში.
https://www.youtube.com/watch?v=LPAbUTCuOAk&t=275s