ჟენევაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსკოვი ვერ ხედავს ომის დასრულებას დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით და გაჭიანურებულ კონფლიქტს ელოდება

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ჟენევაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსკოვი ვერ ხედავს ომის დასრულებას დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით და გაჭიანურებულ კონფლიქტს ელოდება
ამბებიწყარო: 1tv.ge

ჟენევაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსკოვი ვერ ხედავს ომის დასრულებას დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით და გაჭიანურებულ კონფლიქტს ელოდება

22 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/eM4CVnZ4g.jpeg

მოსკოვი ვერ ხედავს ომის დასრულებას დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით და ელის გაჭიანურებულ კონფლიქტს. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, გენადი გატილოვმა განაცხადა. გატილოვის თქმით, გაერო-მ უფრო დიდი როლი უნდა შეასრულოს კონფლიქტის დასრულების მცდელობაში.

მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც რუსეთმა და უკრაინამ გაერო-სთან და თურქეთთან გააფორმეს, წარმოადგენს ერთადერთ მაგალითს იმისა, თუ როგორ ითამაშა გაერო-მ პრაქტიკული როლი შუამავლობის მცდელობებში.

გატილოვმა, „ფაინენშალ თაიმსს“ ასევე განუცხადა, რომ მოსკოვი და კიევი ძალიან ახლოს იყვნენ აპრილის თვეში გამართულ მოლაპარაკებებზე და შეეძლოთ კონფლიქტის შეჩერება. მისივე თქმით, ის ამჟამად ვერ ხედავს დიპლომატიური კონტაქტების აღდგენის შესაძლებლობებს და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო რთული იქნება დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნა.

მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობის ნაკლებობის და დასავლეთის მხრიდან უკრაინისადმი მიმდინარე სამხედრო მხარდაჭერის გამო, საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კონფლიქტი. მან ასევე გამორიცხა რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა.

ავტორი - გიორგი აფხაიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო