erimedia_ravk/uKLAyz7Ig.jpeg

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" ცნობით, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რეგიონში, სულ მცირე, 15 ჟურნალისტია დაღუპული

ამბები
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" ცნობით, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რეგიონში, სულ მცირე, 15 ჟურნალისტია დაღუპული
ამბები

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" ცნობით, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რეგიონში, სულ მცირე, 15 ჟურნალისტია დაღუპული

erimedia_ravk/uKLAyz7Ig.jpeg
17 ოქტ

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რეგიონში, სულ მცირე, 15 ჟურნალისტია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, 7 ოქტომბრიდან დაღუპულ 15 ჟურნალისტს შორის 11 პალესტინელი, სამი ისრაელელი და ერთი ლიბანელია. ასევე დაშავებულია რვა ჟურნალისტი, მედიის სამი თანამშრომელი კი დაკარგული ან დაკავებულია.

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ განცხადებით, განსაკუთრებული რისკის წინაშე ღაზის სექტორში მომუშავე ჟურნალისტები დგანან, ვინაიდან ისინი კონფლიქტს გაშუქებას ისრაელის ავიადარტყმების, შეფერხებული კომუნიკაციის, ელექტროენერგიის გათიშვისა და ისრაელის დანაყოფების მხრიდან მოსალდონელი სახმელეთო ოპერაციის პირობებში ცდილობენ.

ცნობისთვის, „ჰამასმა“ ისრაელზე მასშტაბური თავდასხმა 7 ოქტომბერს განახორციელა, რის შემდეგაც ისრაელმა საპასუხოდ ღაზის სექტორში საჰაერო ოპერაცია დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმას 1 400-ზე მეტი ადამიანი ემხვერპლა, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზის სექტორში 2 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო