erimedia_ravk/e6XGi94VR.jpeg

ძიუდო: საქართველოს ნაკრები კვლავ უმედლოდ ასპარეზობს

ამბები
ძიუდო: საქართველოს ნაკრები კვლავ უმედლოდ ასპარეზობს
ამბები

ძიუდო: საქართველოს ნაკრები კვლავ უმედლოდ ასპარეზობს

erimedia_ravk/e6XGi94VR.jpeg
7 ოქტ

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო ძიუდოისტთა ნაკრები წარუმატებლად ასპარეზობს. ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდა.

28 წლის ქართველი ძიუდოსტი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და მაროკოელ აბდერაჰმანე ბუშიტას იპონით სძლია.

მესამე წრეში მარგველაშვილის მეტოქე უკრაინელი კარო მარანდიანი იყო, რომელსაც დამატებით დროში მესამე შიდო მიაღებინა, 1/4-ფინალში კი მარგველაშვილი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, იაპონელ იოშირო მარუიამას დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა.

მარცხის შემდეგ ქართველი სპორტსმენი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვს გაფრთხილებებით აჯობა, თუმცა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მოლდოველ დენის ვიერუსთან ძალიან დაძაბულ შეხვედრაში, ბოლო წამზე ვაზარით დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს 6-13 ოქტომბერს უზბეკეთი მასპინძლობს და მასში 82 ქვეყნის 570-მდე ძიუდოისტი გამოდის. ტურნირში საქართველო 11 ძუდოისტით (9 კაცი, 2 ქალი) მონაწილეობს. ჩემპიონატის პირველ დღეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60) იასპარეზა, რომელიც ასევე უმედლოდ დარჩა.

8 ოქტომბერს ტაშკენტის ტატამიზე საქართველოს ნაკრების ორი წარმომადგენელი გავა. მამაკაცთა შორის 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს, ქალთა რიგებში კი ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) იჭიდავებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო