ზურა დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ზურა დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს
ამბებიწყარო: 1tv.ge

ზურა დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს

10 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/ywWE7sMVg.jpeg

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს სტარტი აიღო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატმა ჭიდაობაში. ტურნირზე პირველები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ასპარეზობდნენ. შეჯიბრზე კარგად დაიწყო გამოსვლა და ხვალ ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იჭიდავებს სერბეთის სახელით მოასპარეზე, ქართველი ზურა დათუნაშვილი.ნახევარფინალში მან უნგრელი მეტოქე 4:3 დაამარცხა და ფინალში დანიის სახელით გამომსვლელ ბისულტანოვს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს სახელით მედლების მოსაპოვებლად ოთხი მოჭიდავე გამოვიდა, რომელთაგანაც წარმატებით ასპარეზობას მხოლოდ ნუგზარ წურწუმია (55კგ) აგრძელებს.

ქართველმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ყაზახ ბექბოლატოვს 5:3 სძლია და ხვალ ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

შმაგი ბოლქვაძე (72კგ), იური ლომაძე (77კგ) და რობერტ კობლიაშვილი (87კგ) შეჯიბრის ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ. ბოლქვაძის დამმარცხებელი უნგრელი მოჭიდავის ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი რეპეშაჟიდან ექნება.

ავტორი - დავით კუჭავა

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო