ზურაბ აზარაშვილი - თურქული ბაზრის გახსნით და მედიკამენტებზე ზღვრული ფასის დაწესებით, ერთხელ და სამუდამოდ, წამლის ფასის პრობლემა მოგვარდება

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ზურაბ აზარაშვილი - თურქული ბაზრის გახსნით და მედიკამენტებზე ზღვრული ფასის დაწესებით, ერთხელ და სამუდამოდ, წამლის ფასის პრობლემა მოგვარდება
ამბებიწყარო: 1tv.ge

ზურაბ აზარაშვილი - თურქული ბაზრის გახსნით და მედიკამენტებზე ზღვრული ფასის დაწესებით, ერთხელ და სამუდამოდ, წამლის ფასის პრობლემა მოგვარდება

1 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/MjTqM6ZVR.jpeg

ჩვენ პერიოდულად ვაქვეყნებთ ინფორმაციას, თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ, თუ რა დანაზოგი ჰქონდა ჩვენ მოსახლეობას, დღეისთვის ათობით მილიონი ლარია დაზოგილი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ვვარაუდობთ, რომ წლის განმავლობაში, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს ჩვენი მოსახლეობა, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. ეს მხოლოდ თურქული მედიკამენტების შემთხვევაში. დამატებით, რეფერენტული ფასების დადგენის შემდეგ, ასევე ველოდებით მნიშვნელოვან გაიაფებას“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თითქმის ყველა ევროპულ და ასევე რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში, სადაც მედიკამენტებზე ზღვრული ფასები უკვე დანერგილია, მედიკამენტების ღირებულება 40-დან 70 პროცენტამდე შემცირდა.

„ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც თურქული ბაზრის გახსნით, ასევე რეფერენტული ფასების დადგენით, ერთხელ და სამუდამოდ, გრძელვადიანად ეს პრობლემა მოგვარდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენის მიზნით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სამინისტროსთან ერთად საერთაშორისო ექსპერტები მუშაობენ, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნებში, ჩართულები იყვნენ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებაში.

„ექსპერტები გასული, მთელი კვირის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ. მათი რეკომენდაციებით ხდება რეფერენტული ქვეყნების შერჩევა. ქვეყნები განისაზღვრება, როგორც გეოგრაფიული მდებარეობის, ასევე სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, ასევე მოსახლეობიდან და ბევრი სხვადასხვა ნიუანსია გათვალისწინებული. საორიენტაციოდ 5-7 ქვეყანა უკვე შერჩეულია. ამ ქვეყნებში მედიკამენტების ფასები იქნება ჩვენთვის ის რეფერენტული ფასი, სადაც ტრანსპორტირების, სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯების, ასევე რითეილის მარჟის გათვალისწინებით, დაწესდება ის მაქსიმუმი მედიკამენტებზე, აქტიურ ნივთიერებაზე, მოლეკულებზე, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება, რომ საცალო ქსელში ჰქონდეს მედიკამენტს.

ჩვენ ამას ძალიან ოპერატიულად მიყვებით, როგორც დაგეგმილი გვქონდა და უკვე მომდევნო წლის იანვრიდან ქრონიკული მედიკამენტების და ონკოლოგიური პრეპარატებისთვის გვექნება რეფერენტული ფასები, რაც პირველ ეტაპზე, საპილოტე რეჟიმში გაეშვება. შემდეგ ეტაპზე, უკვე მთლიან მოხდება რეფერენტული ფასების დაწესება და ნებისმიერ მედიკამენტს შეეხება, მოლეკულების დონეზე“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო