ზურაბ აზარაშვილი: 5 000-მდე დევნილი ოჯახისთვის ბინების ასაშენებლად, ტენდერები მიმდინარე კვირაში გამოცხადდება

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ზურაბ აზარაშვილი: 5 000-მდე დევნილი ოჯახისთვის ბინების ასაშენებლად, ტენდერები მიმდინარე კვირაში გამოცხადდება
ამბებიწყარო: imedinews.ge

ზურაბ აზარაშვილი: 5 000-მდე დევნილი ოჯახისთვის ბინების ასაშენებლად, ტენდერები მიმდინარე კვირაში გამოცხადდება

29 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/GCE_H8Z4R.jpeg

თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში, დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი ბინების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერები მიმდინარე კვირაში გამოცხადდება. საცხოვრებელი ფართით, დედაქალაქში 2 400, ზუგდიდში - 1 700 და ქუთაისში 720 ოჯახი დაკმაყოფილდება.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულდების შემდეგ აღნიშნა, 5 000-მდე ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით, დაახლოებით, ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება.

„მშენებლობას, მაქსიმალური ვადა არის 3 წელი, კომპანიებთან ანგარიშსწორებას კი 4 ეტაპად, 4 წლის განმავლობაში განხორციელდება. ოჯახების ბინებით დაკმაყოფილებას 2-3 წლის განმავლობაში შევძლებთ“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილი ბინები, პრემიერ-მინისტრის ინიციირებული - განვადებით მშენებლობის მასშტაბური პროგრამის ფარგლებში შენდება. საბანკო სექტორისა და სამშენებლო ბიზნესში მომუშავე კომპანიების ეფექტური თანამშრომლობისთვის მოქნილი ანაზღაურების მექანიზმი შემუშავდა. შესაბამისი განკარგულების პროექტი საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

დოკუმენტის მიხედვით, მოხდება სამშენებლო სამუშაოების ღირებულებების ინდექსაცია. ცვლილება მნიშვნელოვანი ბერკეტია, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის მიზნით. შემოთავაზებული პრინციპის დანერგვა ხელს შეუწყობს სამშენებლო სამუშაოების ეფექტურ და ხარისხიან განხორციელებას, რაც საბოლოო ჯამში, დევნილთა გრძელვადიან განსახლებაზე დადებითად აისახება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო