ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მშვიდი ეპიდსიტუაციაა და შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ არსებობს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მშვიდი ეპიდსიტუაციაა და შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ არსებობს
ამბებიწყარო: 1tv.ge

ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მშვიდი ეპიდსიტუაციაა და შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ არსებობს

11 ივლისი, 2022

erimedia_ravk/g5hk2Xeng.jpeg

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით მშვიდი ვითარებაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მინისტრის განმარტებით, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა არ ფიქსირდება და ეპიდვითარება სრულად მართვადია.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დღეს რაიმე შეზღუდვის დაწესების საფუძველი არ არსებობს.

„რაც შეეხება ეპიდვითარებას, საკმაოდ მშვიდი სიტუაცია გვაქვს, არის ინფიცირების შემთხვევები, თუმცა სრულად მართვადია, მინიმალურ ზღვარზეა. რამდენიმე ქვეყანაში არის შედარებით მეტი, თუმცა ჩვენს შემთხვევაში მკვეთრი ზრდა არ არის. თუ შევადარებთ აბსოლუტურ ციფრებში, მაგალითად, ერთი კვირის წინ საშუალოდ დღიური შემთხვევები თუ გვქონდა 100, დღეს გვაქვს 500. ეს არის სულ, სამი მილიონ 700 000-იან ქვეყანაში.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. მათთვის, ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში, მზად ვართ, ვუმკურნალოთ ჰოსპიტალში. ვისაც ესაჭიროება კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც არის კოვიდის სამკურნალო, რამდენიმე თვის წინ, ეს მედიკამენტიც, „ფაიზერის“ წარმოების „პაქსლოვიდი“ ჩამოვიტანეთ და ადგილზე გვაქვს. ვიყავით სულ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელმაც პირველად მიიღო ეს მედიკამენტი. კლინიკური ნიშნებიდან, სიმძიმიდან და რისკიანობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ეს მედიკამენტიც შევთავაზოთ. ასევე, მსურველებს შეუძლიათ აცრების გაგრძელება და ვთავაზობთ  სხვადასხვა ტიპის ვაქცინას. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, იმ შემთხვევებში, თუ არის უბრალოდ ტემპერატურის მატება და არაფერი სხვა, არ არის სიმძიმის გამომხატველი სხვა სიმპტომები, როგორც მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარში ვამბობდი, და მაშინ თითქოს ბევრს გაუკვირდა, რომ ეს გარდაიქცეოდა ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად, რომელიც პერიოდულად შეგვახსენებდა თავს, ზუტად იგივე მიმდინარეობა აქვს და ზუსტად იგივეს ადასტურებენ დღეს ინფექციონისტები, რომ არაფერია საშიში, საპანიკო, შეგვიძლია, ინფიცირების შემთხვევაში მშვიდად გადავიტანოთ, ვიმკურნალოთ. რამე შეზღუდვის, ჩაკეტვის, თუ სხვადასხვა აკრძალვის შემოტანის საფუძველი დღეს არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ არც იქნება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლებელია თუ არა პირბადის ტარების ვალდებულება დაბრუნდეს დღის წესრიგში, – აზარაშვილი აღნიშნავს, რომ არსებული მონაცემებით ამის საჭიროება არც დღეს და არც ახლო მომავალში არ იკვეთება.

„100 და 500 შემთხვევა რომ ერთმანეთისგან 5-ჯერ განსხვავდება, ეს არ არის იმის საფუძველი, რომ რაღაცა მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ვიმსჯელოთ. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა წელს სხვადასხვა რესპირაციული ინფექცია. მაშინ რომ აღგვეღრიცხა, იქნებ, ათასობით ყოფილიყო. რადგან კოვიდპანდემია 2 წლის წინაა დაწყებული, მივყვებით სტატისტიკის აღრიცხვას, ეს არის უბრალოდ, თორემ სხვა ვირუსები, თუნდაც მიმდინარე წელს, სტატისტიკურად გაცილებით მეტი გვქონდა და არანაირი პანიკის და შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო