ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

12 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/fd-979MVR.jpeg

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თელ ავივში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

მინისტრმა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას, რათა უფრო გაძლიერდეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა და მოქალაქეებმა ფინანსური წნეხის გარეშე შეძლონ ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიღება.

„საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში, რომელიც მაისში დამტკიცდა, ასახულია ის ნაბიჯები, რომლებიც ფარმაცევტული ფასების რეგულირებისა და ხარისხის კონტროლის გაზრდის გზით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ასევე, სამედიცინო სერვისების ხარისხის გაზრდის მიზნით, ჩვენი ინიციატივით, 2025 წლიდან სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულება გაუჩნდებათ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად კი აქტიურად მიმდინარეობს ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმების რეფორმა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

რიგით 72-ე სესია ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა გახსნა. კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მას სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მაღალი დონის დელეგატები ესწრებიან.

ისრაელში ოფიციალური ვიზიტით, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, პირველი მოადგილე თამარ გაბუნიაც იმყოფება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო