erimedia_ravk/_ZXXLY2VR.jpeg

ზურაბ აზარაშვილი ლატვიის ელჩს შეხვდა

ამბები
ზურაბ აზარაშვილი ლატვიის ელჩს შეხვდა
ამბები

ზურაბ აზარაშვილი ლატვიის ელჩს შეხვდა

erimedia_ravk/_ZXXLY2VR.jpeg
12 იან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ედიტე მედნეს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა დიპლომატს ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული რეფორმები გააცნო. მხარეებმა შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელი განიხილეს.

„DRG მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.

სისტემის შემუშავებისას უწყება მჭიდროდ თანამშრომლობდა ლატვიურ მხარესთან.

ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მოსახლეობისთვის მედიკამენტების კიდევ უფრო გაიაფების მექანიზმებიც განიხილეს. საუბარი შეეხო წამლებზე რეფერენტული ფასის დაწესებას.

„ზურაბ აზარაშვილმა უწყების მხრიდან ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობისთვის უკვე გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა და ამოქმედდა გენერიკული დანიშნულების გაცემის წესიც.

ელჩმა საქართველოში წამლის ფასის რეგულირების მექანიზმის შემოღება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასა და აღნიშნა, რომ ცვლილება მოსახლეობის საკეთილდღეოდ იმოქმედებს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო