ზურაბ აზარაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა
28 სექტემბერი, 2022
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში, თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და ალი ქაან ორბანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდასა და გაიაფების ტენდენციაზე.
მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდა, თურქეთის ელჩის მრჩეველი - გიზემ თურქგენჯი-სევიმი.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო